მიმოხილვა

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „აისი”-ს  საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა დეველოპერული, სამშენებლო-სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება. ჩვენი მთავარი ორიენტირი ხარისხია. კომპანიაში მომუშავე პროფესიონალები საკუთარ თავზე იღებენ იმ მორალურ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, რასაც თავის თავში გულისხმობს ბრენდი აისი ჯგუფი და უმაღლესი ხარისხით ასრულებენ ისეთ ექსკლუზიურ პროექტებს, რომლებიც ხშირად ჩვენი დედაქალაქის და სხვა დაბა-ქალაქების იერსახეს განსაზღვრავენ.

კომპანიაში მზადდება ახალი პროექტები, უბნების განაშენიანების გეგმები. ჩვენი პროექტები ქმნიან რაციონალურ და კომფორტულ გარემოს როგორც საცხოვრებელ სახლსა თუ ბინაში, ისე უბანსა და მთელ მიკრორაიონში. აისი ჯგუფი ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია პრაქტიკული საქამიანობა ავსტიულ კომპანია CheeseCo-სთან. კომპანია აისი ჯგუფი გერმანული კომპანია ჰენკელ-ის ოფიციალური აპლიკატორია საქართველოში.

კომპანიია მისია

კომპანიის უმთავრესი მიზანია მომხმარებელს მყუდრო და სასიამოვნო საცხოვრებელი გარემო შეუქმნას. ამ მიზნის მისაღწევად კომპანია თანმიმდევრულად იცავს შემდეგ პრინციპებს:

გამოცდილი პროფესიონალებით კომპანიის ძირითადი პერსონალის დაკომპლექტება, რომელთაც მომხმარებლის ნებისმიერი თხოვნის უნაკლოდ შესრულება შეუძლიათ.

გაწეულ მომსახურებაზე სამართლიანი, კონკურენტუნარიანი ფასის დაწესება, რომელიც ნებისმიერი შესასრულებელი სამუშაოს სანიმუშოდ მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

ყველა შემთხვევაში ხარისხიანი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საშენი მასალების გამოყენება. ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში საქართველოში წარმოებული მასალების მოხმარება.

მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით კომფორტის შესაქმნელად გათვლილი ყოველი დეტალი.

მომხმარებლის სოციალური ინტერესების ბოლომდე დაცვა.

მენეჯმენტი
დირექტორთა საბჭო
ds

დავით სანიკიძე

საბჭოს წევრი

დავით სანიკიძე დაიბადა 1969 წლის 28 თებერვალს. 1992 წელს დაამთავრა საქ. პოლიტექნიკური უნუვერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, არის მეცნიერების დოქტორი. მუშაობდა:

1995 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში.

2005 წლიდან 2009 წლამდე სამშენებლო კომპანია ლიბოს- გენერალური დირექტორი.

2009 წლიდან 2011 წლამდე-სოლიდარული პასუხისმგებლობის სახოგადოება ლობო დეველოპმენტის გენ. დირექტორი.

2010 წლიდან 2012 წლმდე სამშენებლო კომპანია კაპიტალმშენის დამფუძნებელი და დირექტორი

2011 წლიდან სამშენებლო კომპანია აისი-ს დამფუძნებელი.

2012 წლიდან შპს აისი ჯგუფის თანადამფუძნებელი

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

raa14

რამაზ ესაბუა

საბჭოს წევრი

რამაზ ესებუა  დაიბადა 1961 წლის 01 იანვარს

. 1982  წელს დაამთავრა საქ. პოლიტექნიკური უნუვერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, მუშაობდა:

1982 წლიდან 2092 წლამდე მუშაობდა ცეკავშირის საამშენებლო სამმართველოში სხვადასხვა წამყვან თანაბდებობებზე.

1992 წლიდან 2013 წლამდე  შეზღუდული საზოგადოება „პელიკანი“-ს თანადამფუძნებელი.

2013 წლიდან სამშენებლო კომპანია აისი-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

2016 წლიდან შპს აისი ჯგუფის დირექტირთა საბჭოს წევრი

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ld2

ლევან დევაძე

საბჭოს წევრი

ლევან დევაძე  – დირექტორთა საბჭოს წევრი. მანამდე იკავებდა კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციას.

1998 წელს დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე. შემდგომ 2007 წელს გააღრმავა და განაახლა თავისი ცოდნა დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერ ბიზნეს სკოლაში – კორპორაციული მენეჯმნენტის განხრით.

ნატონმა ლევანიმ მიიღო კომპეტენცია და ცოდნა ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებში, 1998 – 2005 წლებში   ის იკავებდა მაღალ თანამდებობრივ პოზიციებს ს.ს. საქართველოს ბანკში, 2006 წლიდან  ს.ს. სადაზღვრვო კომპანია ჯიპაი ჰოლდინგში, 2008 – 2011 წლებში  ს.ს. საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში.

საქართველოს ბანკში ბ–ნ ლევანი ზედამხედველობდა ბანკის ფილიალური ქსელს, ასევე იკავებდა ბანკის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას.  ს.ს. ჯიპია ჰოლდინგში ბ–ნი ლევანი ხელმძღვანებლობა კომპანიის საცალო გაყიდვების არხების დეპარტამენტს.  ს.ს. საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუში ბ–ნი ლევანი ხელძღვანელობდა ავტოგაზის სადგურების ქსელს “ნეოგაზს”,