აისი ჯგუფი მზად არის გაიზიაროს თავისი წარმატება ინვესტორების ჯგუფთან, ვინც დაინტერესებულია საქართველოს უძრავ ქონებაში სახსრების გრძელვადიანი და უსაფრთხო ინვესტირებით. ინვესტორების ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გთავაზობთ სახსრების დაბანდების სრულიად უსაფრთხო და ინოვაციურ მოდელს.

ინვესტირებას აქტივში და არა კომპანიაში

ინვესტორი კუთვნილ ფინანსურ სახსრებს აბანდებს არა კომპანიის თამასუქებში ან აქციებში, რაც სპეციფიურ რისკებთან არის დაკავშირებული, არამედ მას ნასყიდობის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცემა აისი ჯგუფის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამუშავებული კონცეფციით. ერთი მნიშვნელოვანი დათქმით. აისი ჯგუფი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად იტოვებს უფლებას მოცემული მიწის ნაკვეთი გამოისყიდოს ინვესტორიგან დათქმულ ვადაში ( 2 ან 3 წლიანი პერიოდი) წინასწარ განსაზღვრულ ფასად. წინასაწარ განსაზღვრული ფასი ტოლია ნასყიდობის პირვანდელ ფასს დამატებული წლიურად 6% ფასნამატი. შესადარად საბანკო სისტემის წამყვანი ბანკების მიერ შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთები ვადიან დეპოზიტებზე წლიურად 3% დან 3.5% მდე.
.

მაგალითისთვის: თუკი აისი ჯგუფმა მიყიდა დაინტერესებულ ინვესტორს მიწის ნაკვეთი 100 000 $ ად, შემდგომში, თუ მის მიერ მიწის გამოსყიდვა მოხდება 2 წლის ვადაში, ინვესტორი დაიბრუნებს ინვესტირებულ თანხას 100 000 $–ს  დამატებულს  12%–ს ანუ ჯამში 112 000 $–ს,  3 წლიანი კონტრაქტის დადების შემთხვევაში 100 000 $–ს  დამატებულს  18%–ს ანუ 118 000 $–ს.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას განისაზღვრება ნასყიდობის საგნის – მიწის ნაკვეთის ექსკლუზიური ფასიც, რომელიც, ინვესტორის ინტერესების დამატებით დაცვის მიზნით იქნება საშუალოდ 25%–ით ნაკლები ვიდრე ანალოგიური ზომის და ადგილმდებარეობის მიწის ნაკვეთებზე არსებული საბაზრო ფასები. ამდაგვარი პრაქტიკა პრაქტიკულად გამორიცხავს მომდევნო პერიოდში ინვესტორის საკუთრებაში გადასული მიწის ნაკვეთის პოტენციური გაუფასურების რისკს.

რაც მეტად მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელი. დათქმული ვადის გასვლიდან მეორე დღესვე,  თუკი კომპანია აისი ჯგუფი არ/ვერ განახორციელებს ინვესტორისგან მიწის ნაკვეთის გამოსყიდვას, ინვესტორი სრულიად თავისუფალია თავის არჩევანში, როგორც მყიდველის შერჩევის ასევე გასაყიდი ფასის განცხადების კუთხით, რაც მას აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას მის მიერ ჩადებულ ინვესტიციაზე მიიღოს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე გაწერილი პირვანდელ ხელშეკრულებაში.

აისი ჯგუფი პარტნიორებად მოიაზრებს, როგორც რეზიდენტ ასევე არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კვალიფიციურ ინვესტორთა ჯგუფის ფორმირების მიზნით მოცემულ შეთავაზებაში მონაწილესთვის მინიმალური შესვლის ბიჯია 50 000 დოლარი.

დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ